Archive for August, 2011

პირველი პერსონალური ბლოგი 1998 წელს გაიხსნა, ხოლო 1999 წლიდან მასობრივად დაიწყო გავრცელება. უახლესი მონაცემების მიხედვით, დღეს მსოფლიოში 156 მლნ.-ზე მეტი პერსონალური და კორპორატიული ბლოგია. საქართველოში შედარებით გვიან გაჩნდა ინტერესი ბლოგების მიმართ. ბოლო წლებში ჩვენთანაც დაიწყო ბლოგსფეროს განვითარებისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ როგორც ჩანს, ჯერაც რამდენიმე წლით ჩამოვრჩებით მსოფლიო ტენდენციებს – საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 7.9%-მა იცის რას ნიშნავს ბლოგი.

იცით თუ არა რა არის ბლოგი?

რაც შეეხება იმას, რამდენად იყენებენ ბლოგის არსის ცოდნას მოქალაქეები, ამ მხრივაც არცთუ  შთამბეჭდავი შედეგები გვაქვს – საქართველოს მცხოვრებთა მხოლოდ 0.9%-ს აქვს საკუთარი ბლოგი.

გაქვთ თუ არა პირადად თქვენ ბლოგი?  

 

ბოლო პერიოდში ვებ სივრცეში ხშირად ჟღერს კითხვა – შეიძლება თუ არა ბლოგებმა სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს? ალბათ შეიძლება – ეს სისტემა ხომ სოციალიზაციის და ფართო აუდიტორიისთვის აზრების გაზიარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. წარმატებული მაგალითები უკვე მრავლად მოიძებნება მსოფლიოში და იმედია საქართველოშიც მალე გაიზრდება ბლოგებით დაინტერესების დონე.

კომპანია ეისითის მიერ 2011 წლის იანვარში გამოიკითხა თბილისისა და რეგიონების  1000 ზრდასრული მაცხოვრებელი. მონაცემთა სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 3.5%. შესაბამისად, სანდო სტატისტიკური ინფორმაციაა 🙂

წყარო – http://www.act.ge