ჩვენს შორის მხოლოდ სიყვარული დგას

Posted: November 11, 2012 in Memento
Tags: , ,

ფბ-ზე დავპოსტე რამდენიმე დღის წინ “ქალი სულ ხელით უნდა ატარო… რა დროსაც მიწაზე დაუშვებ – გაგექცევა!” მიწაზე დაშვების თუ “დამიწების” სხვადასხვა მეთოდი არსებობს: შეგვიძლია საყვარელ ქალს დაბადების დღეზე ძვირადღირებული და ხარისხიანი ქვაბი ან ტაფა ვაჩუქოთ. ხო, რა იყო? მამაკაცის გულისკენ გზა, კუჭზე გადისო და… თუმცა, იმის გათალისწინებით, რომ ქალს ყურებით უყვარს, შეგვიძლია სადღეგრძელოების სერია მივუძღვნათ და გვისმინოს FM სიყვარულის ტალღაზე… ყველაზე მეტი დამიწება, წაქცეულზე ფეხის დაჭერას რომ ჰგავს უფრო მეტად, ერთ გათქვეფილ ფრაზას შეუძლია – “მე ჩემი ცოლი იმიტომ მიყვარს, რომ ჩემი ბავშვების დედაა!” არადა სიყვარული სხვა რამ არის. ერთ-ერთ სამედიცინო ჟურნალში წავიკითხე, ხანდაზმულ წყვილს მათი ყველაზე მღელვარე ასაკის დროინდელ ფოტოებს რომ უჩვენებდნენ, ტვინი სწორედ იმ ნივთიერებას გამოყოფდა, რომელსაც ადამიანის ეს ორგანო სიყვარულის პიკზე გამოყოფს… სიყვარული სპირტი არაა, რომ აორთქლდეს. სიყვარული იქამდე ცოცხლობს, სანამ ჩვენ მას ვკვებავთ.

სიყვარული რთული რამ არის. შალივით არის – თან გათბობს, თან გაწუხებს. იმ განცდას არაფერი სჯობს, დილის საუზმის მზადებისას ჩაის კოლოფში რომ ობლად შემორჩენილ ჩაის პაკეტს აღმოაჩენ… და იქვე მეორე აღმოჩენასაც გააკეთებ, რომ თურმე ხსნადი ყავა უფრო გყვარებია, ვიდრე ჩაი… მე გამიმართლა – ელენე, ჩემი ცოლი, დილით ყოველთვის ყავას მიირთმევს და არასოდეს დავუყენებივარ დილემის წინაშე – “ან – ან” 🙂 სიყვარული ურთიერთგაგებაა, ცხადია. ოღონდ ისეთი ურთიერთგაგება, როდესაც საყვარელი ადამიანი სარკის წინ ორ სხვადასხვა სტილის საყურეს ატრიალებს, გეკითხება “რომელი გავიკეთო?” და შენ ბაგირზე მოსიარულის პოზიციაში დგები, რადგან უნდა მიხვდე თუ რომლის მორგება სურს… კითხვის დასმისას “რომელი გავიკეთო?” სინამდვილეში სხვა რამეს გვეუბნებიან – “რომელი მინდა გავიკეთო?” ინტუიცია კი მამაკაცებს, რბილად რომ ვთქვათ, არ გვაქვს განვითარებული 🙂 სიყვარული რთული რამ არის 🙂

სოციოლოგებმა და ფსიქოლოგებმა კარგად იციან რას ნიშნავს ე.წ. ემოციონალური რეზონანსი – რედეოსაც ერთი ადამიანის განწყობა გრიპივით ვრცელდება მეორეზე. ცოლ-ქმრის ურთიერთობაში ეს ემოციონალური რეზონანსი ხშირი მოვლენაა, როდესაც ცუდ გუნებაზე მყოფი საყვარელი ადამიანის მდგომარეობის ახსნა-განმარტებას ვერ პოულობ, მაშინ თავს გრძნობ ხოლმე გალიაში გამოკეტილი მხეცივით. თან საყვარელი ადამიანის უხასიათობას საკუთარ თავს აბრალებ. გულის სიღრმეში განიცდი იმას, რომ რაღაცა ისე არ გააკეთე და ამის შედეგი სახეზეა 🙂 ეს კი მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და იმ ადამიანებს, რომლებიც დაბადების დღეზე არც ქვაბებს ვჩუქნით და არც ბავშვების გამო გვიყვარს საყვარელი ქალი, ურთიერთობების სრულყოფის მოტივაციას გვაძლევს…

მე შენ მიყვარხარ. ბედნიერი ვარ, რომ ამ ქვეყნად გაჩნდი და მეც ხელახლა დავიბადე შენთან ერთად. მე შენ მიყვარხარ მარკესის სიტყვებით I love you not for whom you are, but who I am when I’m by your side… და რა კარგია, რომ ეს სიტყვები არ არის სინონიმი აღიარებისა “იმიტომ მიყვარხარ, რომ ჩემი ბავშვების დედა ხარ”…

Advertisements
Comments
  1. sophie says:

    სიყვარული რთული რამ არის. შალივით არის – თან გათბობს, თან გაწუხებს-like

  2. შესანიშნავი მიძღვნაა!
    გულწრფელად ვულოცავ ელენეს ასეთი მოსიყვარულე მეუღლის ყოლას. ბედნიერებას გისურვებთ! 🙂

  3. თამო says:

    პირველი, მე ამ ბლოგზე პირველად ვარ და მოგესალმები, მინდა წარმატება გისურვო, მეორე, მე ამ ბლოგზე უკანასკნელად არავითარ შემთხვევაში არ ვარ, მესამე შესანიშნავი სტილი, შესანიშნავი ხელწერა. ძალიან რთულია დღეს სიყვარულზე წერო და ვინმეს ბანალურობით არ მოაბეზრო თავი, ეს ჭეშმარიტად ის შემთხვევა იყო, როდესაც არაჩვეულებრივმა წერის მანერამ გამოაცხო ორიგინალური პოსტი სიყვარულზე. ალბათ, ნებისმიერ თემაზე კარგად დაწერთ, მე ძალიან მომეწონა, ნამდვილად ვისიამოვნე.

  4. kalatozik says:

    ყველას დიდი მადლობა. მადლობა, რომ მოგეწონათ და კითხულობთ ამ ბლოგს.

  5. anna says:

    ცოლიანის დაწერილი რომ არის,ეტყობა:) მაგარიაა,მართლა მომეწონა^^

  6. neli says:

    განსხვავებული და საინტერესო ხედვაა. სულმოუთქმელად ჩავიკითხე. სიამოვნებით დაველოდები შემდეგ ჩანაწერებს. გმადლობთ!

  7. ქეთი says:

    ძალიან მიყვარს ეს ბლოგი!..აქ, სიყვარულის მოყვარე ადამიანები,ერთმანეთს ვუზიარებთ იმ სასიცოცხლო არსს,რომელსაც სიყვარული გვანიჭებს – სიყვარული ღმერთია და ის მარადიული გრძნობაა!…და თუ სიყვარულის ობიექტი,ხანდაზმულობის პერიოდში გეწვიათ ბედი გქონიათ და გაუფრთხილდით მას,ამ დიდებულ განძს,რადგან იდუმალება ბევრნაირ გამოცდას მოგიწყობთ…

  8. tornike-92 says:

    მომეწონა ძალიან. კარგია ესეთ პოსტს რო გადააწყდები სადმე 🙂 მერე გაქვს იმედი რომ დაათვალიერებ ბლოგს და წინ კიდევ ბევრი საინტერესო რამ გელოდება

  9. kalatozik says:

    მადლობა თორნიკე. სამწუხაროდ მეშინია, რომ იმედი არ გაგიცრუო 😦 ძალიან დიდი ხანია არაფერი დამიწერია. საკუთარ თავს ვეუბნები ხოლმე, რომ “დაწერე”, მერე ვეუბნები “არ გცალია” და ასე გადის თვეები. მაგრამ მაინც მადლობა. მიხარია, როცა ჩემ პოსტებს კითხულობენ 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s