Archive for the ‘Social’ Category

Slide1“If you think you are too small to make a difference, try sleeping with a mosquito.” – ეს სიტყვები ბრენდინგის შესახებ ერთ–ერთ წიგნში ამოვიკითხე და იმთავითვე ცხოვრების წესად მექცა იმაზე ფიქრი, რომ размер не имеет значения… ჭიანჭველა უფრო ამტანია, ვიდრე სპილო. ჭიანჭველა უფრო ძლიერია – თავის წონაზე ათჯერ მეტს ეზიდება… მართლაც, ცნობილი რუსული ბრენდის სლოგანის საპირისპიროდ უნდა ვთქვა, რომ размер не имеет значения. მაშინ, ვითომ რატომ უნდა ჰქონდეს ზომას მნიშვნელობა ბიზნესში? ბიზნესშიც ის არის ძლიერი (ნუ იქნება ლიდერი), ვინც აქტიურობს და არა ის, ვინც დიდია, მაგრამ ინერტული.

მაგრამ როცა პატარა ხარ – პატარა შესაძლებლობები გაქვს; როცა მცირე ზომის ხარ – მძლავრ ტალღას ვერ გამოიწვევ. როგორც წყალში ჩავარდნილი კენჭი წარმოქმნის მხოლოდ მცირე ზომის რგოლებს, შენი ძალისხმევაც წყალში შეიძლება ჩაგეყაროს… უშედეგოდ, რეზონანსის გარეშე. ეს რეალური ბარიერია, მათ შორის ფსიქოლოგიური, რომელიც ჩვენ საქმიანობაში ხშირად მთავარი დემოტივატორია. ამიტომ როცა პატარა ხარ, აირჩიე სერფერის გზა – ილივლივე იმ ტალღებზე, რომელიც სტიქიურად ან სხვის მიერ წარმოიქმნება. იმისათვის, რომ საინფორმაციო ტალღებზე ილივლივო მხოლოდ საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი არ კმარა. ამაზე ბევრს ლაპარაკობს და წერს პიარისა და მარკეტინგის ცნობილი სპეციალისტი, არაერთი ბესტსელერის ავტორი, დევიდ მირმან სკოტი თავის წიგნში „Newsjacking“.

Slide3რა არის Newsjacking. როგორც სკოტი წერს, Newsjacking–ის მთავარი პრინციპია მიუერთდე აქტუალურ თემებს (News+Jack), მიყვე დინებას. სიმართლე ითქვას, ჩვენ ამას ისედაც ვაკეთებდით და ვაკეთებთ. მაშინაც კი, როდესაც სხვის ციტირებას ვახდენთ; როდესაც სხვის ქმედებას ვაპროტესტებთ, ან ვიწონებთ, ჩვენ ვუერთდებით, ან ვიზიარებთ ჩვენგან დამოუკიდებლად წარმოქმნილ ენერგიას და ამ ენერგიას ჩვენ სასიკეთოდ ვამუშავებთ. That’s life, baby. სკოტი წერს, რომ სხვისი სიახლის თუ საინფორმაციო მიზეზის იერიშით აღება შეგვიძლია ისე, როგორც თავის დროზე იერიშით იღებდნენ მეკობრეები სხვის გემებს. ეს შედარება ნაკლებად მომწონს და, ჩემი ღრმა რწმენით, ნაკლებად შეესაბამება Newsjacking–ის არსს, რომელიც რესურსებისა და ენერგიის დაზოგვას ისახავს მიზნად და არა მის გახარჯვას. შევხედოთ ამ პროცესს სხვა თვალით. აი, მაგალითად – გუგული სხვა ფრინველის ბუდეში დებს კვერცხს. ასეთი მიდგომა პარაზიტობის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი სტრატეგიული გადაწყვეტილებაა, რომელიც დროისა და რესურსების დაზოგვას ითვალისწინებს. ზღვის მტაცებელს, ზვიგენსაც ჰყავს გუგულის მსგავსი მუქთახორა თანამგზავრები – თევზები, რომლებიც ზვიგენის ნანადირევის ნარჩენებით იკვებებიან და საკვების მოსაპოვებლად არ ხარჯავენ საკუთარ ენერგიას. ამ ბიზნეს–ოკეანეში ჩვენ ყველანი თევზები ვართ და, შესაბამისად,  ასეთივე მოქნილობა და ლავირების უნარი გვმართებს. სტრატეგია და ტაქტიკა, აი, ეს არის მნიშვნელოვანი მხოლოდ. And once again – That’s life, baby 😉

Newsjacking–ის ერთ–ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია „ახალგაზრდა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიტივის“ აქტივობა, რომელიც გვაჩვენებს იმას თუ როგორ შეიძლება „ვიყიდოთ“ 20:00 საათიანი „კურიერის“ საეთერო დროის 4 წუთი სიმბოლურ ფასად – 1,5 ლარად . ამდენი ღირდა „მაკდონალდსის“ ჩიზბურგერი 2 წლის წინ, როდესაც „პოზიტივმა“ დამოუკიდებელი ექსპერიმენტისთვის შეიძინა მზა პროდუქტი.  2 წლის წინ შეძენილ ჩიზბურგერს დღემდე არ დაუკარგავს ფერი, ცხიმის სუნი, არ დადებია ობი და გარეგნულად არც სოკოს ნიშნები ატყვია. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამავე დროს დაემთხვა ცნობილი ბრიტანელი მზარეულის, ჯეიმი ოლივერის მიერ თავის ტელეგადაცემაში გაკეთებული ხმამაღალი განცხადება იმის თაობაზე, რომ „მაკდონალდსის“ ზოგი პროდუქცია მზადდება უვარგისი ხორცისგან, რომელსაც სასურველი შეფერილობის მისაცემად ამონიუმის ჰიდროქსიდში ავლებენ და, შესაბამისად, ის საფრთხეს უქმნის მომხმარებლების ჯანმრთელობას. „პოზიტივმა“ არ დააყოვნა და ოლივერის კვალდაკვალ პირველმა გააკეთა განცხადება საქართველოში „მაკდონალდსის“ პროდუქტის ლაბორატორიული გამოკვლევის აუცილებლობის შესახებ, რასაც ცხრა საათიანმა „კურიერმა“ 4 წუთი, ტელეკომპანია „ტვ 3“–მა კი წუთზე მეტი დაუთმო… უფასო ფაბლისითი, ორი სიუჟეტი, სოციალური პასუხისმგებლობის მკაფიო დეკლარირების შესაძლებლობა და „მაკდონალდსის“ პროდუქტის ავკარგიანობის გამოკვლევის პირობის მიღება საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოსგან – ეს ყველაფერი სულ რაღაც 1,5 ლარად…

Размер не имеет значения. უნდა იყო ოპერატიული, მოქნილი, თვალ–ყური ადევნო მედიას, გრძნობდე საზოგადოების მაჯისცემას… და, რაც მთავარია, ხშირად იმეორებდე სიტყვებს “If you think you are too small to make a difference, try sleeping with a mosquito.”

 

botichelis veneraდღეს მოკლე სამუშაო დღეა. წესით სახლში უნდა მივიჩქაროდე, ელენიკოსთან. მაგრამ სწორედ იმიტომ, რომ ელენიკო მიყვარს ძალიან, იმის გაზიარება მომინდა თქვენთვის, რამაც ლამის დეპრესიაში ჩამაგდო. რამდენიმე დღის წინ თინა მოსიაშვილმა, ჩემმა მეგობარმა და კოლეგამ, წასაკითხად გადმომიგზავნა ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მიერ და მისი მხარდაჭერით შემუშავებული საინფორმაციო მასალები და კვლევები. გულდასმით წავიკითხე, გზადაგზა ვინიშნავდი რაღაცეებს და ბოლოს მივხვდი, რომ ერთი პოსტი უნდა დამეწერა საქართველოში მცხოვრები ქალების მძიმე ყოფაზე.

8 მარტს ყველა ქალს ულოცავენ. აღმოჩნდა, რომ მარიამ ღვთისმშობლის წილნაყარ ქვეყანაში ბევრ მათგას ამ დღეს გადარჩენასაც ულოცავენ. ქალთა საერთაშორისო დღეს ვარდების სურნელი თუ არა, მათი ეკლები ბევრს ახსოვს. 2010 წელს ძალადობისაგან დაცვის ეროვნულმა ქსელმა ქვეყნის მასშტაბით 1252 ქალბატონი გამოკითხა, რომლიდან 852–მა (68%) ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო და, ალბათ, დღესაც არის. ოჯახური ძალადობის მსხვერპლიდან 85% ეთნიკური ქართველია, 6% აზერბაიჯანელი, 4% სომეხი და 2% ოსი. როდესაც თინას ვკითხე, ეს მონაცემები რამდენად შეცვლილიათქო? შეიძლება თუ არა საქართველოში დღესაც იგივე ვითარება იყოს–მეთქი? – პასუხი, სამწუხაროდ, დადებითი იყო.

აღმოჩნდა, რომ ქალზე ძირითადად სახლში ძალადობენ. სწორედ იმ ადგილას, რომელიც, წესით, უნდა იყოს ყველაზე უსაფრთხო მათთვის. ამ ქვეყანაში მგონი მასკულინური დევიზია “ჩემი სახლი – ჩემი ციხე სიმაგრეა”, თორემ გენდერული ნიშნით და ამ სტატისტიკის მიხედვით თუ ვიმსჯელეთ, ქალისთვის მისი სახლი – მისი ციხეა. ციხეში კი მკაცრი რეჟიმია. იმ ფაქტმა გამაოგნა, რომ მსხვერპლი თავისი “კეთილი ნებით” სამუდამო პატიმრობას ეგუება – უმეტესი მათგანი იმდენად დამოკიდებულია ფინანსურად და მატერიალურად ქმარზე, რომ დამცირებული და შეურაცხყოფილი თავს აფარებს სახელმწიფო თავშესაფარს, მაგრამ სამთვიანი სულისმოთქმის შემდეგ უკან ბრუნდება მოძალადის სახლში და სიცოცხლის ბოლომდე თავისებური მეხამრიდის ფუნქციასაც ასრულებს, რათა მასზე გაბრაზებულმა მეუღლემ ჯავრი არ იყაროს ბავშვზე… ღმერთო ჩემო, რა საშინელებაა, როდესაც ასე თავგანწირვით გიწევს ცხოვრება… ღმერთო ჩემო! თავშესაფრებში კი ძირითადად ისეთი ქალები ხვდებიან, რომელთა მიმართ წლების განმავლობაში ხორციელდება ძალადობა… ანუ ეს ის კონტინგენტია, რომელიც შეგუებულია ძალადობას და უკიდურეს შემთხვევაში მიმართავს ქსელს თუ პოლიციას დასახმარებლად (ღმერთო ჩემო!).

2009 წელს 201 პოლიციელი გამოკითხეს, რომელთა 92% აღნიშნავდა, რომ საქართველოში ოჯახური ძალადობა სერიოზული პრობლემაა. თუმცა ამის აღქმა არ კმარა – მსხვერპლის 74% არ მიუმართავს პოლიციისთვის შემთხვევის დროს. პოლიციას დახმარებისთვის უკიდურეს შემთხვევაში მიმართავენ და ეს არის განმეორებითი დანაშაულის მაპროვოცირებელი გარემოება და დანაშაულის ზრდის ირიბი თუ პირდაპირი ხელშეწყობა, რადგან რა მოწადინებული და პროფესიონალიც უნდა იყოს პოლიციელი, ის ვერ აღმოაჩენს შავ კატას ბნელ ოთახში, მით უმეტეს მაშინ, როცა ის იქ არ არის… ფაქტი თუ არ დაფიქსირდა, დამნაშავეს ისე როგორ დასჯი? მაგრამ აქ მეორე პრობლემას ვაწყდებით – პოლიციელების ჩარევის გამო მცირდება ფიზიკური ძალადობის ფაქტები და ოჯახური ძალადობა სხვა ჭრილში გადადის – ფარულ, ლატენტურ სტადიაში, როდესაც მართლმსაჯულების წინაშე არსებული შიშის გამო სუსტი და უსუსური მამაკაცები ამჯერად ქალზე ფსიქოლოგიურად ძალადობენ. სამართალის ძიებაში ქალი სასამართლომდეც რომ მივიდეს, მოძალადეზე ჩივილი პროცესის დროს ხშირად წყდება, რადგან მსხვერპლს სტერეოტიპული აზროვნების გამო არ სურს „მისი შვილების მამის გაწირვა“. საბოლოოდ დავრწმუნდი იმაში, რომ დედობრივი ინსტინქტი უფრო ძლიერია, ვიდრე მამობრივი… მაგრამ რად გინდა ასეთი ქმარი? ან მამა? ან მამაკაცი? რად გინდა, გეკითხები?

კვლევაში ვკითხულობ: “ძირითადი მიზეზი რის გამოც მსხვერპლი არ მიმართავს დახმარებისთვის ექიმს – პირველ რიგში სირცხვილის გრძნობაა და დანაშაულის შეგრძნება (!) იმაზე, რომ ქმარი ან მეწყვილე ასე ექცევა…” არანორმალურები ხართ! დანაშაულის კომპლექსი გაგიჩნდათ? მაგრამ თქვენ რას გერჩით, როდესაც აგერ საზოგადოების დამოკიდებულება თავზარს გცემს. ამ ძველი კვლევის მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოება კი არა, ნამდვილი მონსტრები ვყოფილვართ!!! ამონარიდი წიგნიდან “ხმა მდუმარეთა”: “2009 წელს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ჩატარებული ეროვნული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 52.1% აზრით, თუ მამაკაცი მეუღლეს ცუდად ექცევა, ოჯახის სხვა წევრები არ უნდა ჩაერიონ; ხოლო 30.7%აზრით, ოჯახში ძალადობა პირადული საკითხია და დაუშვებელია მასში კანონის ჩარევა. 34.1% გარკვეულ შემთხვევებში ამართლებს ქმრის მიერ ცოლის ცემას. 50.7% -ის აზრით კი, კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება; 44.9%-ის აზრით, აუცილებელია მამაკაცმა ცოლს/პარტნიორს კარგად დაანახოს, ვინ არის ოჯახის უფროსი…” 

“50.7% -ის აზრით კი, კარგი ცოლი ქმარს უნდა უჯერებდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ ეთანხმება”… მაშინაც კი თუ არ ეთანხმება? ვაი მე! “ჩემი სახლი – ჩემი ციხეა” და 21–ე საუკუნის მონობის უღელი… აბა რა, ჩვენ, მამაკაცებს ხომ თამამად შეგვიძლია დავანახოთ ცოლს და ისედაც, ზოგადად სხვა ქალებს, Кто в доме главный! კი, შეგვიძლია, რადგან ჩვენს უკან – საზოგადოებაა და მხარდაჭერა! ექსპერტების თქმით, საზოგადოების მხრიდან ზეწოლა მსხვერპლზე (სტიგმა, მაგალითად) უფრო ხშირია, ვიდრე მოძალადეზე. ნამდვილად! გახსოვთ, ალბათ, 90–იან წლებში რომ ქალწულს “მოიტაცებდნენ” სადმე და მისი დისკრედიტაციისთვის ესეც კი იყო საკმარისი, თუნდაც მამაკაცს არ დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი… რა მნიშვნელობა აქვს მაგას, მაინც იტყოდა ვიღაც უგუნური “იხმარა”, ან “ნახმარია” და ამის შემდეგ უკვე ოჯახის ღირსების საკითხი იყო გოგონას დარჩენა გამტაცებელთან. გამოდის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ ქალზე ძალადობას? იმ 30.7% მოქალაქის თავში ჩამახედა, რომელიც მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობა პირადული საკითხია და დაუშვებელია მასში კანონის ჩარევა.

8 მარტიო, ხო?! ამაზრზენია! ვიდრე ქვეყანაში მოჩვნებითი კანონმორჩილება და ასეთივე მოჩვენებითი თუ ეფემერული სამოქალაქო საზოგადოება გვეყოლება, არც პატრული გვიშველის, არც უბნის ინსპექტორი და არასამთავრობო სექტორის მეცადინეობა. მე მამას ვგავარ, რომელიც საყვარელ ქალს პატივს სცემდა და უყვარდა… და ჩემი შვილიც მე დამემსგავსება, იმედია… მიხარია, რომ აქ დავიხარჯე, აქ დავხარჯე უარყოფითი ემოცია და სახლში მივდივარ საყვარელ ადამიანთან დიდი მონატრებით, მაგრამ დანაშაულის გრძნობით. ხო, რა იყო, მსხვერპლ ქალს თუ აქვს სირცხვილის გრძნობა და დანაშაულის შეგრძნება (!) იმაზე, რომ ქმარი ან მეწყვილე ასე ექცევა, მეც ხომ შეიძლება ვიყო სოლიდარული და განვიცადო ის ფაქტი, რომ ასე ექცევა საკუთარ მეუღლეს ზოგი მამაკაცი!

სტუდენტების პათოსი და პასუხისმგებლობა მომწონს. მათი დევიზიც მომწონს – “სოლიდარობა პატიმრებს და არა პარტიებს”, რომელიც მიჯნავს მათ მოძრაობას მრავალგზის დისკრედიტირებული პოლიტიკური პარტიების მოძრაობისაგან. მოსალოდნელი იყო, რომ სტუდენტები მათ მიერ მოწყობილ მანიფესტაციებზე მკაცრად მოსთხოვდნენ პოლიტიკოსებს არ ეფრიალათ პარტიული ატრიბუტიკა, დროშები და ა.შ. რასაც უდაოად მოყვებოდა ახალგაზრდული მოძრაობის დასტიგმვა (მართული ძალა). სხვაგვარად რომ ვთქვათ, მარკეტინგულად, მაგალითად, სტუდენტების თაოსნობით ე.წ. ბრმა ტესტირება დაიწყო, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება გემოს უსინჯავს და ვარგისიანობაზეც სინჯავს კონკრეტულ ჯგუფებს. ამ შემთხვევაში ბრენდი (პარტიის დასახელება, მათი ატრიბუტიკა) არ უნდა ახდენდეს ზეგავლენას საზოგადოების დამოკიდებულებაზე თუ შეფასებებზე. მნიშვნელოვანია მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოება, სოლიდარობა პატიმრებს და არა პარტიებს.

მაგრამ სტუდენტების გულწრფელობას და თვითგამოხატვას სუსტი მხარე აქვს და შეიძლება ეს აღმოჩნდეს მათთვის აქილეუსის ქუსლი… ერთ-ერთ გადაცემაში (მგონი ბერიძესთან) ერთ-ერთი სტუდენტი აცხადებდა, რომ მათი პროტესტი არის თვითორგანიზებული. შესაბამისად, ისიც გვანიშნა, რომ არ არის მართული არც სტუდენტური თვითმართველობის და არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ… შესაბამისად, იმასაც უნდა ხვდებოდეს, რომ თვითორგანიზებული პროცესები უმართავი ხდება, როდესაც მოწოდება ხდება “შემოგვიერთდით!”; როდესაც დახურულ მასას (ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტები) ღია მასა ცვლის (ზოგადად ახალგაზრდობა), რომელშიც თვითრეგულაციის დონე და ზოგადად მოთხოვნილება ნულოვან ზღვარს აღწევს. ამიტომ, მაინცდამაინც პროვოკაციას ნუ დააბრალებთ იმ ახალაგაზრდების გამოსვლას (“ძირს პატრიარქი”), რომლებიც ნებისმიერ სისტემას, პოლიტიკურს, საეროს თუ სასულიეროს ინდივიდზე ძალადობად მიიჩნევს და თვითგამოხატვისთვის თქვენი ტრიბუნით სარგებლობს.

სტუდენტების ნაწილმა ციხეებში არსებული ძალადობა და განუკითხაობა გუშინ პრეზიდენტის მიერ იუსტიციის ახალი სახლის გახსნაზეც გააპროტესტა. ამ შემთხვევაში ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი. მე რამდენადაც ვიცი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული დახმარების ცენტრი ახორციელებს უფასო იურიდიულ მომსახურეობას და სტუდენტებს შეგიძლიათ მიმართოთ ამ სამსახურს, რათა თავი დაიზღვიოთ კანონსაწინააღდემგო ქმედებებისაგან. ყოველ შემთხვევაში, მათი კონსულტანცია უფრო გამოგადგებათ, ვიდრე “ეტალონის” წამყვანის კომპეტენცია… პირველი დაპირისპირება სამართალდამცავებსა და სტუდენტებს შორის სწორედ გუშინ მოხდა. სტუდენტებს დაჩი ცაგურია ახლდა და მას მაინც უნდა ცოდნოდა და მოეხდინა რისკების სათანადო შეფასება. როგორც მახსოვს, შარშან მიღებული ცვლილებების შემდეგ გამოიკვეთა ის დისტანცია, რომელზეც კანონდარღვევის გარეშე მანიფესტანტებს და დემონსტრანტებს შეუძლიათ კონკრეტულ შენობებთან, უწყებებთან მიახლოება.

P.S. რევოლუაციას ევოლუცია სჯობს. უფრო გააზრებული და უმტკივნეულო პროცესია. ყველამ საარჩევნო ურნასთან უნდა გაიაროს ეს პროცესი. მანამდე კი გაიარეთ საიასთან კონსულტაციები, აუცილებლად გაიარეთ, სანამ კანონმა “გაიარა” თქვენზე. თუ ჩვენ სამართლიან სამოქალაქო საზოგადოებას ვაშენებთ და მას ნებისმიერ პოლიტიკურ პროცესში ბერკეტად მივიჩნევთ, კანონების ცოდნა არ გვაწყენდა.

საქართველოს ციხეებში პატიმრებს შეურაცხყოფენ და “აუპატიურებენ”, მათ შორის გლდანის მე-8 საპყრობილეში; მათ შორის არასრულწლოვანთა კოლონიაში. ამ ფაქტების შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ სანამ უნიტაზში თავი არ ჩაგვაყოფინეს, მანამდე მყრალი სუნი ვერ ვიგრძენით. ეს სუნი ხათუნა კალმახელიძემაც იგრძნო – სამოქალაქო საზოგადოების აღშფოთებამ მინისტრი პოლიტიკურ ლეშად აქცია. ამიტომ ხათუნა კალმახელიძემ გუშინდელი დღის შემდეგ გადაწყვიტა პრემიერ-მინისტრისთვის მიემართა გადადგომის თხოვნით. მანამდე არა! ეს ფაქტი გასათვალისწინებელია, როდესაც მინისტრის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მინისტრობის პერიოდში, როგორც ეს გვჩვევია, სინანულისა და მონანიების განცდა არ გეუფლება. ჩინოვნიკის მოთხოვნილებათა იერარქიაში ამ მოთხოვნილებას უკანასკნელი საფეხური უკავია.

ფბ-ზე ბევრს ვკითხულობ ქ-ნი ხათუნას გათავისუფლების შესახებ. ესეც, როგორც გვჩვევია, ქართული მენტალური თავისებურებაა – ჭირი ჭირს აღარ ჰგავს თუ შენგან შორს არის! მთავარია ძალაუფლების ჩამორთმევა და ჩინოვნიკის კასტრატად ქცევა და არა იმ “გაუპატიურებებზე” პასუხის გება, რომელსაც ერეგირებული იდეოლოგიით ახორციელებდა წლების განმავლობაში… ცხადია, სანამ ამ ქვეყანაში ვერ ვისწავლით დანაშაულის სამართლებრივ (უნდა დაისაჯოს) და არა სამედიცინო კუთხით (უნდა წავიდეს, მოგვშორდეს, როგორც გრიპი და სურდო გვშორდება) შეფასებას, მანამდე სამოქალაქო საზოგადოება არ ჩამოყალიბდება. მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ფბ-ზე წერენ იმას, რომ დამნაშავეები უნდა გადადგნენ… ჩვენ უნდა გავდგეთ განზე და პასუხი ვაგებინოთ ამ ადამიანებს ჩვენი ძმების, შვილების, მეგობრების, თანამოქალაქეების წამებაზე და შეურაცხყოფაზე. მოთმინება გვაქვს ქალიშვილის აპკივით ელასტიური – ამიტომაც აუპატიურებენ ასეთი ნაძირლები ჩვენი თანამოქალაქეების თავმოყვარეობას, ღირსებას! აუტანელია უკვე ტრაკში “პერო გარჭობილი” გლამურნი პოლიტიკოსები და ტრაკში ცოცხ-გარჭობილი საზოგადოება!

და ბოლოს, ვუძღვნი მთელი ერის სახელით ქ-ნ ხათუნა კალმახელიძეს და ყველა იმ მოძალადეს, რომელიც “წასვლას” აპირებს და არა “დარჩენას” და პასუხის გებას, 1996 წელს ბარი ლევინსონის მიერ გადაღებულ ფილმს Sleepers, რომელიც გუშინდელ ტელექრონიკას მახსენებს. თუმცა ლევინსონს ჩვენგან ბევრი აქვს სასწავლი. სხვათა შორის, ავტორსაც. რომანის ავტორი ლორენცო კარკატერა ირწმუნებოდა, რომ სიუჟეტი რეალურ მოვლენებს ეყრდნობა, თუმცა ნიუ იორკის იურიდიულ საზოგადოებამ ჩატარებული მოკვლევის შედეგად სახელმწიფო არქივში ამ მოვლენების დამადასტურებელ დოკუმენტებს ვერ მიაკვლია. ვაჯობეთ! ბრიუსელში გახიზნული ვალერი ბედუკიძე დოკუმენტურ ფაქტებს წარადგენს, ანუ ე.წ. “დამაშნი ზაგატოვკებს”, რომელსაც “ქართული ოცნება” არჩევნების წინ ასაჯაროებს. ამას კრიტიკის მიზნით არ აღვნიშნავ. ტაქტიკური სვლაა – არჩევნების წინ, როდესაც პოლიტიკური პარტიისთვის ჰაერივით აუცილებელია კრიტიკული მასის დაგროვება და ე.წ. მერყევი ელექტორატის საკუთარ მხარეზე მოქაჩვა, იწყება კომპრომატების ომი. თუმცა ეს უბრალო კომპრომატი როდია! ეს ერთ-ერთი “წარმატებული”, ევროპელებისა და დასავლეთის მიერ არაერთხელ ნაქები რეფორმის წარუმატებლობის დასტურია, რომელსაც 16 წლის სტაჟის მქონე ბედუკაძე, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში ინახავდა… იმ ჩინოვნიკებს შორის, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, ბედუკაძეც არის. თუ ეს პიროვნება თავიდანვე არ ასრულებდა ორმაგი აგენტის როლს, მაშინ ისიც დასასჯელია კანონის სრული სიმკაცრით. ფბ-ზე ამის მომხრეებიც მრავლად არიან. ძირითადად ისინი, რომლებსაც ჯერათ, რომ სინანულისა და მონანიების განცდას ჩინოვნიკის მოთხოვნილებათა იერარქიაში უკანასკნელი საფეხური უკავია.

ეკა ხოფერიას გადაცემაში მიწვეული ლევკემიით დაავადებული ბავშვების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გვსურს შევქმნათ 6 ჯგუფი, რომელშიც შევა სულ მცირე 3-4 ბლოგერი და ყოველთვიურად (შაბათს, 12 საათზე, ვიდრე ბანკი დაიხურება) დაეხმარებიან თავის ბავშვს მის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადარიცხვით,

6 ჯგუფი იმიტომ, რომ ბავშვებს სხვადასხვა ბანკში აქვთ გახსნილი ანგარიში. თან ასე უფრო მობილურები ვიქნებით – თითოეული ჯგუფი პასუხისმგებელი იქნება თავის ბანკზე.

გვსურს შემოგთავაზოთ ამ აქციაში მონაწილეობის 3 პირობა, რომელიც ვფიქრობ მისაღები იქნება ყველასთვის:
1) ჯგუფის წევრები იკრიბებიან ერთად, ერთად აგროვებენ თანხას და ერთად შეაქვთ ის ანგარიშზე;
2) ჯგუფის წევრები იკრიბებიან და თანხას რიცხავენ ყოველთვიურად;
3) ყოველთვიურად იღებენ სიმბოლურ ფოტოს, სასურველი მესიჯით, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ პოზიტიური “გისურვებთ ჯანმრთელობას”, “ვაჩუქოთ ერთმანეთს სითბო” და ა.შ.
ასეთი მიდგომა სიმბოლურ ხასიათს მისცემს ჩვენს აქციას და სამაგალითოც იქნება ფბ-ში.

აქვე ვდებ ყველა იმ ბავშვის ანგარიშის ნომერს, რომელიც გადმომიგზავნა ეკა ხოფერიას გადაცემის პროდიუსერმა. მადლობა წინასწარ ყველას.

1. რომანიძე მაკა
სს „პრივატბანკი“
კოდი: CAVOGE22
ანგარიშის ნომერი: GE21TP0036010940621913

2. ლია გრიგალაშვილი
სს „ლიბერთი ბანკი“
კოდი???
ანგარიშის ნომერი: GE50LB0211166754260000

3. ყაჭეიშვილი შოთა
სს „საქართველოს ბანკი“
ანგარიშის ნომერი: GE86BG0000000123320600

4. ნიკოლოზ ცხვიტავას დახმარების ფონდი
სს „ლიბერთი ბანკი“
ანგარიში: GE64LB0115150852257000

5. ლევან კვეზერელი
სს „რესპუბლიკა“
ანგარიში: GE58BR0000010673056136

6. მზია გოშთელიანი
სს „ლიბერთი ბანკი“
ანგარიში: GE78LB0551383004810000

7. ბონდო ზარიძე (მარიამ და გიგა ზარიძეები)
სს „საქართველოს ბანკი“
ანგარიში: GE47BG0000000280794400

8. ნანა ხულორდავა (მარიამ იორდანიშვილი)
სს „ლიბერთი ბანკი“
ანგარიში: 4106644540

9. რუსუდან გვარამაძე (ნანა გვარამაძე)
„პრივატბანკი“
ანგარიში: GE11TP0036010940623063

10. ნაპო ფეტელავა
სს „საქართველოს ბანკი“
ანგარიში: GE79BG0000000347297800

11. ხათუნა ხატიაშვილი
სს „ლიბერთი ბანკი“
ანგარიში: 9225454140

12. ნიკოლოზ ვაშაკიძე
პროკრედიტი
ანგარიში: 360101011808331

13. ნინი ვარძიაშვილი
პროკრედიტი
GE67PC0183600400003652

14. ინეზა ნადირაშვილი (ნინო ბერიკაშვილი)
სს „ლიბერთი ბანკი“
ანგარიში: 4021661540

15. ნინო გოგილავა
სს „საქართველოს ბანკი“
GE89BG0000000620269200

16. სახვაძე ნანული (ქეთევან ლაფაჩი)
სს „საქართველოს ბანკი“
ანგარიში: GE11BG0000000343924200

17. გოგინაშვილი მაკა (საბა გარსევანოვი)
სს „საქართველოს ბანკი“
ანგარიში: GE03BG0000000620000700

18. ანა აბალაკი (ზუკა ზუბიაშვილი)
თიბისი ბანკი
ანგარიში: GE98TB7000000365139583

30 წლის ახალგაზრდა ფოტოგრაფ მალკოლმ ბრაუნს ტელეფონით დაუკავშირდნენ და საიგონში კონკრეტულ ადგილზე მისვლა თხოვეს. ანონიმმა აუწყა, რომ დათქმულ დროს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. ცნობისმოყვარე ნიუ-იორკელი ფოტოგრაფი მართლაც მივიდა დათქმულ დროს და დათქმულ ადგილას. რამდენიმე წუთში მას მანქანა მიუახლოვდა, რომლიდანაც რამდენიმე ბუდისტი ბერი გადმოვიდა. ერთ-ერთი მათგანი ჩი ქუან დუქი იქვე ლოტოსის პოზაში მოკალათდა, ხელთ კი ასანთის კოლოფი დაიჭირა. სხვა ბერებმა ჩი ქუან დუქს ბენზინი გადაასხეს… ბერმა ასანთს გაჰკრა და აალდა… როგორც ინტერნეტში აღნიშნავენ, ბერს სიტყვაც კი არ დასცდენია. ჩუმად დაიწვა, სივრცე კი მის ირგვლივ შეკრებილი ხალხის გოდებამ და ტირილმა შესძრა. ჩი ქუან დუქმა ვიეტნამის იმდროინდელ ხელმძღანელს მიწერა წერილი, რომელშიც ბუდისტების მიმართ მიმდინარე და განხორციელებული რეპრესიების შეწყვეტა მოთხოვა, მაგრამ უპასუხოდ დარჩენილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.

მეორე ფოტო ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოსურათია, რომელსაც ისტორიაც არანაკლებ საინტერესო და ტრაგიკული აქვს. ფოტოს სახელწოდებაა “შიმშილი სუდანში” და ის კევინ კარტერს ეკუთვნის, რომელმაც ამ ნამუშევრისთვის 1994 წელს პულიტცერის პრემიაც კი დაიმსახურა. ფოტოგრაფმა საბედისწერო ფოტო აღბეჭდა, საბედისწერო მისთვის და მისი ობიექტისთვის – სურათზე ასახულია სუდანელი გოგონა, რომელიც შიმშილისგან სულს ღაფავს და მის სიკვდილს იქვე მოკალათებული მტაცებელი ელის. ზოგ ინტერნეტ რესურსში აღნიშნავენ, რომ ფოტოს გადაღების შემდეგ კარტერმა ხელის გაქნევით ააფრინა კონდორი და სუდანელი გოგონაც თავის გზას გაუდგა, მაგრამ არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის თანახმად კარტერმა სენსაციის აღბეჭდვის მიზნით არაფერი გააკეთა, რასაც შემდგომში ნანობდა და შესაძლოა ამ მიზეზითაც მოიკლა თავი პულიტცერის პრემიის აღების შემდეგ.

1985 წელს კოლუმბიაში მიძინებული ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 23000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაშავდა. ლავის ამოფრქვევის შედეგად თოვლის დიდი მასა დადნა და მთებიდან დაშვებულმა ნაკადმა წარმოქმნა მეწყერი, ტალახისა და მიწის ვეებერთელა ტალღა, რომელმაც წალეკა ყველაფერი. პატარა გოგონა ომაირა სანჩესი ამ მეწყერში მოჰყვა. მისი ფეხები ბეტონის კონსტრუქციის შორის მოექცა და ამ ტალახიანი და დაბინძურებილი მასის ტყვედ აქცია. მაშველები ამაოდ ცდილობდნენ წყლის ამოტუმბვას, ომაირას ვერაფრით შვლოდნენ და სამი დღის შემდეგ მის პატარა, უმწეო სხეულში ერთბაშად სამი სასიკვდილო ვირუსი შეიჭრა… ჟურნალისტი ქრისტინა ეჩანდია იხსენებდა, რომ გარდაცვალებამდე ომაირა არ კარგავდა ოპტიმიზმის გრძნობას, თავისითვის ღიღინებდა ნაცნობ სიმღერებს და ესაუბრებოდა მაშველებს… ძალიან ეშინოდაო, წერს ქრისტინა, სულ წყალს ითხოვდა. ეს ფოტო ომაირას გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღო ფრანგმა ფოტოგრაფმა ფრანკ ფურნიემ.

თბილისში 1529 სილამაზის სალონია რეგისტრირებული, მათ შორის მსხვილი შპს და ინდმეწარმე. 2006 წლიდან გაუქმებულია სანიტარიული ზედამხედველობის სახელმწიფო სამსახური, რომელიც რეგულარულად ამოწმებდა ამ სალონებს და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში 300-დან 600 ლარამდე ჯარიმას უწესებდა სალონს. 2006 წლიდან ეს ორგანო გაუქმდა. ეს განსაკუთრებით საყურადღებოა იმ სალონებსა და სტილისტებთან მიმართებაში, რომლებიც კერძო ბინებშიი სთავაზობენ თავის მომსახურებას და, შესაბამისად, ნაკლებად შესაძლებელია იყვნენ აღჭურვილი სტანდარტების შესაბამისი სტერილიზაციისა და დეზინფიცირების ტექნიკით.

მარტო თბილისში 1529 უყურადღებოდ დარჩენილი სალონია, რომლის მომსახურე პერსონალმა ხშირ შემთხვევაში არაფერი იცის ინსტრუმენტების სტერილიზაციის პირობების შესახებ და კითხვაზე “რა გრადუსზე ხდება ინსტრუმენტების გამოხარშვა?” ჩაიდანის, ხანდახან კი ფინჯანში დასხმული ჩაის გრადუსს ასახელებენ. ყველა ასეთი სალონი საქართველოს მოსახლეობას ლატარეაში ათამაშებენ, რომელშიც ჩვენ მხოლოდ ვაგებთ და ვინ იგებს, ვფიქრობ, ჩემი თქმის გარეშეც გასაგებია. მაგალითად, ერთ-ერთ სალონში ზემოხსენებული კითხვა დავუსვი და მიპასუხეს 80 გრადუსზე ვხარშავთო. ნუ, თუ გავითვალისწინებთ, რომ C ჰეპატიტი 100 გრადუსზეც არ კვდება ხოლმე, ხოლო B ჰეპატიტის ვირუსის განადგურებას კი 300 გრადუსზე ხარშვა ჭირდება, ეს 80 გრადუსი აბეზალოვკაა. ანუ მთავარია, რომ ისეთი გრადუსი გითხრან, რომელიც სიმხურვალის შთაბეჭდილებას დაგიტოვებს.

თბილისში 1529 სალონია. მოდით გავანახევროთ. ვთქვათ 764-765 სალონს სტუმრობს C ჰეპატიტით დაავადებული კლიენტი, რომელშიც ეს დაავადება ქრონიკულად მიმდინარეობს. ანუ მან არაფერი იცის საკუთარი მდგომარეობის შესახებ. ვთქვათ თოთოეულ ასეთ 765 სალონს სტუმრობს დღეში 1 ინფიცირებული კლიენტი მაინც. ისიც გავითვალისწინოთ, რომ C ჰეპატიტი აივ-ინფექციაზე უფრო გადამდებია, ხოლო B ჰეპატიტი გარემოში უფრო მდგრადია, ვიდრე C. იმ პირობების გათვალისწინებით, რომელშიც ხდება ინსტრუმენტების დამუშავება, შეიძლება გამოვიანგარიშოთ, რომ ერთი ასეთი პაციენტის სისხლით დაბუნძურებული ინსტრუმენტით შეიძლებაა დაინფიცირდეს კვირის განმავლობაში საშუალოდ 3 ადამიანი, ხოლო წელიწადში 144. ეს რიცხვი გადავამრავლოთ 765-ზე და მივიღებთ 110,160 ადამიანს, ანუ ამდენ ახალ შემთხვევას. კი, ვუტრირებ, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ასეც იყოს.

ცხადია, ყველა თავისი ნესესერით ვერ ივლის. ეს უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა ნებისმიერი სალონის მხრიდან – “იარონ თავისი ნესესერით, ასე უფრო დაცულები იქნებიან”, ან “ყოველ ჯერზე რომ გამოვხარშოთ, დაბლაგვდება, სჯობს თავისი მოიტანონ…” სილამაზის სალონში “კარინა” პირადად მე 3-4 გამკაწრეს და იმის თქმაც კი არ ინებეს, რომ სტერილური ინსტრუმენტია და არაფერია საგანგაშო. არადა საგანგაშოა, ქვეყანაში, რომელშიც ნარკოტიკების შემოდინება და მისი მოხმარება ინექციური გზით 99% დაეცა ნამდვილად ვერ იქნება C ჰეპატიტის გავრცელების ერთადერთი და უალტერნატივო გზა. დროა აღვნიშნოთ, რომ დღეს ჰეპატიტის გადაცემის რისკი გაცილებით დიდია სილამაზის სალონებში და სტომატოლოგიურ კაბინეტებში.