საქართველოს ციხეებში პატიმრებს შეურაცხყოფენ და “აუპატიურებენ”, მათ შორის გლდანის მე-8 საპყრობილეში; მათ შორის არასრულწლოვანთა კოლონიაში. ამ ფაქტების შესახებ ყველას გვსმენია, მაგრამ სანამ უნიტაზში თავი არ ჩაგვაყოფინეს, მანამდე მყრალი სუნი ვერ ვიგრძენით. ეს სუნი ხათუნა კალმახელიძემაც იგრძნო – სამოქალაქო საზოგადოების აღშფოთებამ მინისტრი პოლიტიკურ ლეშად აქცია. ამიტომ ხათუნა კალმახელიძემ გუშინდელი დღის შემდეგ გადაწყვიტა პრემიერ-მინისტრისთვის მიემართა გადადგომის თხოვნით. მანამდე არა! ეს ფაქტი გასათვალისწინებელია, როდესაც მინისტრის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მინისტრობის პერიოდში, როგორც ეს გვჩვევია, სინანულისა და მონანიების განცდა არ გეუფლება. ჩინოვნიკის მოთხოვნილებათა იერარქიაში ამ მოთხოვნილებას უკანასკნელი საფეხური უკავია.

ფბ-ზე ბევრს ვკითხულობ ქ-ნი ხათუნას გათავისუფლების შესახებ. ესეც, როგორც გვჩვევია, ქართული მენტალური თავისებურებაა – ჭირი ჭირს აღარ ჰგავს თუ შენგან შორს არის! მთავარია ძალაუფლების ჩამორთმევა და ჩინოვნიკის კასტრატად ქცევა და არა იმ “გაუპატიურებებზე” პასუხის გება, რომელსაც ერეგირებული იდეოლოგიით ახორციელებდა წლების განმავლობაში… ცხადია, სანამ ამ ქვეყანაში ვერ ვისწავლით დანაშაულის სამართლებრივ (უნდა დაისაჯოს) და არა სამედიცინო კუთხით (უნდა წავიდეს, მოგვშორდეს, როგორც გრიპი და სურდო გვშორდება) შეფასებას, მანამდე სამოქალაქო საზოგადოება არ ჩამოყალიბდება. მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ფბ-ზე წერენ იმას, რომ დამნაშავეები უნდა გადადგნენ… ჩვენ უნდა გავდგეთ განზე და პასუხი ვაგებინოთ ამ ადამიანებს ჩვენი ძმების, შვილების, მეგობრების, თანამოქალაქეების წამებაზე და შეურაცხყოფაზე. მოთმინება გვაქვს ქალიშვილის აპკივით ელასტიური – ამიტომაც აუპატიურებენ ასეთი ნაძირლები ჩვენი თანამოქალაქეების თავმოყვარეობას, ღირსებას! აუტანელია უკვე ტრაკში “პერო გარჭობილი” გლამურნი პოლიტიკოსები და ტრაკში ცოცხ-გარჭობილი საზოგადოება!

და ბოლოს, ვუძღვნი მთელი ერის სახელით ქ-ნ ხათუნა კალმახელიძეს და ყველა იმ მოძალადეს, რომელიც “წასვლას” აპირებს და არა “დარჩენას” და პასუხის გებას, 1996 წელს ბარი ლევინსონის მიერ გადაღებულ ფილმს Sleepers, რომელიც გუშინდელ ტელექრონიკას მახსენებს. თუმცა ლევინსონს ჩვენგან ბევრი აქვს სასწავლი. სხვათა შორის, ავტორსაც. რომანის ავტორი ლორენცო კარკატერა ირწმუნებოდა, რომ სიუჟეტი რეალურ მოვლენებს ეყრდნობა, თუმცა ნიუ იორკის იურიდიულ საზოგადოებამ ჩატარებული მოკვლევის შედეგად სახელმწიფო არქივში ამ მოვლენების დამადასტურებელ დოკუმენტებს ვერ მიაკვლია. ვაჯობეთ! ბრიუსელში გახიზნული ვალერი ბედუკიძე დოკუმენტურ ფაქტებს წარადგენს, ანუ ე.წ. “დამაშნი ზაგატოვკებს”, რომელსაც “ქართული ოცნება” არჩევნების წინ ასაჯაროებს. ამას კრიტიკის მიზნით არ აღვნიშნავ. ტაქტიკური სვლაა – არჩევნების წინ, როდესაც პოლიტიკური პარტიისთვის ჰაერივით აუცილებელია კრიტიკული მასის დაგროვება და ე.წ. მერყევი ელექტორატის საკუთარ მხარეზე მოქაჩვა, იწყება კომპრომატების ომი. თუმცა ეს უბრალო კომპრომატი როდია! ეს ერთ-ერთი “წარმატებული”, ევროპელებისა და დასავლეთის მიერ არაერთხელ ნაქები რეფორმის წარუმატებლობის დასტურია, რომელსაც 16 წლის სტაჟის მქონე ბედუკაძე, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში ინახავდა… იმ ჩინოვნიკებს შორის, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული, ბედუკაძეც არის. თუ ეს პიროვნება თავიდანვე არ ასრულებდა ორმაგი აგენტის როლს, მაშინ ისიც დასასჯელია კანონის სრული სიმკაცრით. ფბ-ზე ამის მომხრეებიც მრავლად არიან. ძირითადად ისინი, რომლებსაც ჯერათ, რომ სინანულისა და მონანიების განცდას ჩინოვნიკის მოთხოვნილებათა იერარქიაში უკანასკნელი საფეხური უკავია.

Advertisements

ჩაჭრილები

Posted: May 29, 2012 in Garbage

Mაია მიმინოსჰვილი აცხადებს შაშკინმა 600 ყალბი ატესტატი გასცაო თუ გააყლბაო..
მერე ივანიშვილს შეხვდა… Iვანიშვილის გავლენაა? (ომი ქართველემა დავიწყეთო) ანუ უზნეობა ბოლოს მაინც უნდა ვაღიაროთ, რადგან კიდრვ უფრო დიდი უზნეობაა დანასჰაულის იგნორირება? თუ ბურჯანაძის გავლენაა? (“ვეუბნებოდი პრეზიდენტს, რომ არ ექნა…”). Mაია მიმინოშვილმა ერთ-ერთი გამოცდა ვერ გაიარა – სანდოობის. Aწი საინტერესოა კიდევ რამდემ უზნეობას გაგვანდობს.

დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს კომპანია / ორგანიზაცია, რომელსაც არ გააჩნია ანტიკრიზისული PR-გუნდი და არ აქვს ანტიკრიზისული გეგმა, რომელსაც ანახლებენ ყოველწლიურად. გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ პატარა კომპანიები, რომელთაც ჰგონიათ, რომ კრიზისი არასოდეს ეწვევათ. თუმცა 2011 წლის 11 სექტემბრის ტერქატების დროს კარგად გამოჩნდა, რომ კრიზისი დაუპატიჟებელი სტუმარია ამ პატარა კომპანიებისთვისაც. მაგალითად, „ტყუპების“ მეზობლად მდებარე ერთ-ერთი პატარა მაღაზიის მეპატრონემ დაზარალებულებს ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი არ გაუწია დახმარება უფასოდ და წყალი მხოლოდ საფასურის გადახდის შემდეგ გასცა… ეს მაღაზია 2-3 თვის შემდეგ გაკოტრდა, რადგან საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ მეპატრონისთვის მთავარი იყო ფინანსური მოგება ასეთი ტრაგედიის დროსაც კი. მედიამ ეს მოვლენა ვრცლად გააშუქა, ხოლო ინვესტორებმა აღარ მოინდომეს „სოციალურად უპასუხისმგებლო ბიზნესში თანხების ჩადება“…

ანტიკრიზისული გეგმის აუცილებლობასთან დაკავშირებით ერთი ფსევდოისტორიული მოვლენა უნდა გავიხსენოთ – იმ ღამით, როდესაც ნაპოლეონი თავს დაესხა პრუსიას, მოლტკეს, ოტო ბისმარკის მრჩეველს სამხედრო საქმეებში, მშვიდად ეძინა საკუთარ სახლში. ოთახში შევარდნილმა მსახურებმა ხმამაღალი შეძახილით გააღვიძეს და თავდასხმის შესახებ ამცნეს. გეგმა მესამე უჯრაშია, – აუღელვებლად უპასუხა მოლტკემ, გადაბრუნდა და დაიძინა… რა თქმა უნდა, თავს არავინ დებს, რომ ყველაფერი მართლაც ასე იყო, მაგრამ ამ ისტორიის მორალი PR სპეციალისტებისთვის მხოლოდ ერთია – მზად უნდა იყოთ მოვლენათა განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის და ამ სცენარში თქვენი როლიც უნდა გქონდეთ განსაზღვრული. მოკლედ რომ ვთქვათ – საშიშია არა თავად კრიზისი, არამედ კრიტიკული სიტუაციის დროს არასწორი ქმედება (ამის ნათელი მაგალითია ზემომოყვანილი მაგალითი).

ანტიკრიზისული გეგმა

კრიზისის სახით შეიძლება მოგვევლინოს ისეთი მოვლენა, რომელსაც ირიბი კავშირი აქვს ორგანიზაციის საქმიანობასთან. თუ 80-იან წლებში კრიზისის ძირითად გამომწვევ მიზეზებად გვევლინებოდა გამოხმაურება ამა თუ იმ კომპანიის უხარისხო პროდუქციის შესახებ, ჯანმრთელობის საკითხებში არსებული დარღვევები, უსაფრთხოება და სხვა ხელშესახები თუ საგრძნობი პრობლემა, მაშინ 90-იანი წლებიდან კრიზისული სია არსებითად გაიზარდა და მასში საკვანძო იყო ბრალდება რასობრივ და სხვა სახის დისკრიმინაციაში, შრომითი ხელშეკრულების დარღვევის ბრალდება, სამსახურეობრივი უფლება-მოსილების გადამეტებისა და ბოროტად გამოყენების ბრალდება, სექსუალური ძალადობის ბრალდება და ა.შ. მოულოდნელ კრიზისთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა 80-იან წლებთან შედარებით, სამაგიეროდ იმატა ფარულად მიმდინარე კრიზისების შემთხვევებმა.

ფრანგმა PR სპეციალისტებმა ჩამოაყალიბეს ანტიკრიზისული კომუნიკაციების „ოქრო წესი“, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ანტიკრიზისული კომუნიკაცია არ შეიძლება იყოს იმპროვიზაციის შედეგი, ის უნდა ითვალისწინებდეს დროის ფაქტორს, უნდა იგებოდეს ინფორმაციის ღიაობასა და კომუნიკატორის გამჭირვალეობაზე და ექვემდებარებოდეს დედრამატიზაციის ლოგიკას. როგორც წესი, ანტიკრიზისული გეგმა განიხილავს კრიზისს სტრატეგიულად და მიმართული არა მხოლოდ მის დაძლევაზე, არამედ მის პროფილაქტიკასა და პოსტკრიზისულ ქმედებების განხორციელებაზე (რეაბილიტაცია). კრიზისული გეგმა შესაძლებელია გამოცადონ ინსცენირებული კრიზისის დროს, რომელმაც შეიძლება გამოავლინოს ორგანიზაციის, კერძოდ მისი თანამშრომლების ძლიერი და სუსტი მხარეები.

როგორც წესი, ანტიკრიზისულ გეგმაში, ან ნებისმიერ სხვა დოკუმენტში კრიზისული სიტუაციების კლასიფიკაცია ხდება რეპუტაციული რისკებისა და საფრთხის დონის მიხედვით. საფრთხის დონიდან გამომდინარე განისაზღვრება კრიზისულ ვითარებაში მოქმედების მოდელი, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თითქმის ყველა ნაბიჯი. ყოველ შემთხვევაში კრიზისის წარმოქმნიდან რამდენიმე საათის განმავლობაში. მაგალითად, კრიზისული პრესს-ცენტრის ორგანიზებაზე გამოყოფილია მხოლოდ 1 საათი; ინფორმაციის შექმნაზე და მედიისთვის მიწოდებაზე, ოპერატიული მოქმედების ცენტრისა და ცხელი ხაზის შექმნაზე – მაქსიმუმ საათნახევარი. ამის შემდეგ დაახლოებით 2-3 საათში შესაძლებელია პრესს-კონფერენციის ორგანიზებაც, რომელზეც მედია პირველწყაროდან შეიტყობს ოპერატიულ და, რაც მთავარია, ოფიციალურ ინფორმაციას.

კრიზისულ ვითარებაში დროის ეკონომიას შეიძლება მივაღწიოთ თუ წინასწარ გვექნება განსაზღვრული თუ ვის რა სახის ინფორმაციას ვაწვდით. ცხადია, კრიზისის დროს სხვადასხვა რისკებს ხედავენ ორგანიზაციის ხელმძღვანელები, მათი თანამშრომლები, მათი მშობლები, ინვესტორები და ზოგადად საზოგადოება. ამიტომ შესაძლებელია ინფორმაციაც იყოს სხვადასხვა, რომელსაც შეკრავს ერთიანი გზავნილი – „უსაფრთხოება დაცულია!“, „საგანგაშო არაფერია!“, „კრიზისის დასაძლევად მობილიზებულია ყველა ძალა“. მაგალითად, ანტიკრიზისული ჯგუფის მიერ უნდა იქნეს შემუშავებული საინფორმაციო მასალების შაბლონები:

  • ინფორმაცია შემთხვევაზე მსხვერპლის გარეშე;
  • ინფორმაცია შემთხვევაზე, რომელმაც გამოიწვია მძიმე შედეგი;
  • თანაგრძნობისა და მხარდაჭერის გამომხატველი ტექსტუალური მასალა;

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოულოდნელი კრიზისის დროს ჩვენ არ გვრჩება დიდი დრო არც ძალების მობილიზებაზე და არც იმ საინფორმაციო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, რომელიც უჩნდება ჯერ მედიას, შემდეგ კი ზოგადად საზოგადოებას. ამიტომ, ანტიკრიზისულ გეგმაში გათვალისწინებული უნდა იქნას მხოლოდ ის ღონისძებები და აქტივობები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი იქნება კრიზისის მოხდენის საწყის ეტაპზე. ასეთი შეიძლება იყოს, როგორც უკვე ვახსენეთ, პრესს-კონფერენცია, ინტერვიუ ორგანიზაციისადმი კეთილგანწყობილ ჟურნალისტებთან და, რა თქმა უნდა, საკუთარი თანამშრომლების წინაშე გამოსვლა და ყველა დეტალის გაცნობა, რათა გამოირიცხოს ინფორმაციული ვაკუუმის შექმნა და კულუარული ინფორმაციის წარმოქმნა თუ გადინება ორგანიზაციის კედლებს გარეთ.

რისკ-ფაქტორების ტესტირება

ნებისმიერი პროექტის განხორციელების წინ აუცილებელია სავარაუდო რისკ-ფაქტორებისა და შემაფერხებელი გარემოებების გამოვლენა, ან გათვალისწინება. ვუწოდოთ მათ პროგნოზირებადი სირთულეები (კვლევა, იმ პრობლემების მონაცემთა ბაზის შექმნა, რომლის ირგვლივ თეორიულად შესაძლებელია კონფლიქტის წარმოქმნა), საფრთხის ტესტირება (კონფლიქტური ჰიპოთეზების შემოწმება), კონფლიქტური პოტენციალის განეიტრალება (საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი საინფორმაციო ნაკადების შექმნა და გადანაწილება საკომუნიკაციო არხების მიხედვით).

პოტენციური პრობლემების პროგნოზირება შესაძლებელია უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით. მ.ფედოტოვას მიერ ჩამოთვლილი იქნა ორგანიზაციაში / კომპანიაში კრიზისის წარმოქმნის ძირითადი საფუძვლები:

1) ორგანიზაციამ ახლახანს „გადაიტანა“ კრიზისი

რატომ არის მოსალოდნელი მისი გამეორება? პირველ რიგში იმიტომ, რომ წინა გამოცდილებამ გამოავლინა ორგანიზაციის დაუცველობა და მისი სუსტი მხარე. მეორეს მხრივ, რეაბილიტაციის ფაზაში მყოფმა კომპანიამ, რომლის გუნდი ცდიულობს პოსტკრიზისული ვითარების მართვას, შეიძლება უყურადღებოდ დატოვოს, ან უბრალოდ გამორჩეს კრიზისის ახალი ტალღის მოახლოება;

2) კომპანიის / ორგანიაზციის საქმიანობა ხელისუფლების მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება

კრიზისის მიზეზი ასეთ ორგანიზაციებში, როგორც წესი, არის ხშირი რევიზიები და შემოწმება, რომელიც აფერხებს მუშაობის ჩვეულ რიტმს და ქმნის სტრესულ გარემოს თანამშრომლებისთვის.

3) ორგანიზაცია განიცდის ფინანსურ პრობლემებს

როგორც წესი, კომპანია, რომელიც კონცეტრირებულია მიმდინარე ფინანსური პრობლემების გადაჭრაზე, ნაკლებსენსიტიურია მოახლოებული საფრთხის მიმართ. ფინანსური პრობლემები დიდ გავლენას ახდენენ ამ კომპანიის ურთიერთობაზე ზოგადად სამიზნე ჯგუფებთან: მსხვილ კომპანიაში ეს შეიძლება უკავშირდებოდეს მომწოდებლების მომსახურების საფასურის დაგვიანებულ გადახდას, მცირე ორგანიზაციებში კი თანამშრომლებისთვის ხელფასების დაგვიანებით გაცემას.

4) ორგანიზაციას ხელმძღვანელობს ცნობილი, ან ცნობადი პიროვნება

ასეთი სახის ორგანიზაციაში წარმოქმნილი უთანხმოება და კრიზისი იმთავითვე იქნება მას-მედიის ყურადღების ცენტრში. გარდა ამისა, ასეთი კომპანია გარკვეულწილად დამოკიდებულია მისი ხელმძღვანელის ქცევაზე და მორალურ პრინციპებზე.

5) საწარმო ან დაწესებულება ეკუთვნის სახელმწიფოს

მსგავსი ტიპის ორგანიზაციაში კრიზისის განვითარეა შესაძლებელია შემდეგი მიზეზების გამო. პირველ რიგში, მათი საქმიანობა მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ არის. მეორეს მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ასეთი ტიპის ორგანიზაციებს უწევთ კავშირი საკმაოდ დიდ და მრავალფეროვან სამიზნე ჯგუფებთან. და მესამე, მათი საქმიანობა რეგულარულად შუქდება ცენტრალური მედიის მიერ, რომელიც ფოკუსირებულია სახელმწიფო სექტორზე. შესაბამისად, ასეთი ტიპის ორგანიზაციაში განვითარებული კრიზისი იმაზე მეტ ყურადღებას დაიმსახურებს, ვიდრე კერძო სექტორში არსებული უთანხმოება და კონფლიქტი;

6) ორგანიზაცია აქტიური ზრდის პროცესშია

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს კომპანიის ზრდის ტემპიც შეიძლება კრიზისის მაპროვოცირებელი იყოს. ეს ხდება იმიტომ, რომ ზრდის სწრაფი ტემპის გამო ხელმძღვანელობას არ აქვს ხოლმე საკმარისი დრო კომპეტენტური და კვალიფიციური კადრის მოსაძიებლად და ამის გამო ქირაობენ გამოუცდელ კადრს. ამასთან, მანამდე აუთვისებელ, შეუსწავლელ ბაზარზე გამოსვლის შემთხვევაში მას არ რჩება დრო ახალი რეალიების გათვალისწინებით შეიმუშავოს კრიზისული კომუნიკაციების ეფექტიანი მართვის გეგმა.

7) კომპანია შედის ბაზრის ამ სეგმენტის წამყვან სამეულში

ცხადია, ასეთი სახის კომპანია იპყრობს როგორც ბაზრის ანალიტიკოსების, ექსპერტებისა და სპეციალიზირებული მედიის ყურადღებას, ისე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღებას, რომლებიც ან ლობირებენ, ან ქმნიან ხელოვნურ ბარიერებს ამ ორგანიზაციის შემდგომი განვითარება-გაძლიერებისთვის.

8) კომპანია ახლახანს შეიქმნა

ხანმოკლე არსებობის მანძილზე კომპანიას არ გააჩნაი საზოგადოების, თანამშრომლების, კლიენტების და სხვა ჯგუფების ნდობის მანდატი. ამასთან, ის არ ფლობს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებისაგან დაკომპლექტებულ კადრს, სათანადო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას და აღჭურვილობას, რომლის დახმარებით შესძლებდა პრობლემის შეჩერებას და მისი კრიზისულ სტადიაში გადასვლის ალბათობას მინიმუმამდე დაიყვანდა.

9) კომპანიაში არახელსაყრელი შიდა ვითარებაა

განსაზრვრულ ვადებში სამუშაოს შესრულების აუცილებლობა და ძალიან მომთხოვნი ხელმძღვანელობა (ე.წ. პერფექციონისტები), ცხადია, ქმნის იმ მერყევ გარემოს, რომელშიც თანამშრომლებიც თავს გრძნობენ დაუცველად და მუდმივი სტრესის პირობებში უწევთ მუშაობა. ამასთან, იმის შეგრძნება, რომ გაწეული შრომა ან იქნა ანაზღაურებული შესაბამისად და დიდი მოცულობის სამუშაოს გამო ძალზედ რთულია საკუთარი პოტენციალის ჯეროვნად შეფასება ადამიანს აყენებს აგრესიულ პოზიციაში, რომელიც გამოიხატება კომპანიის, ან მისი ხელმძღვანელობის მიმართ მტრულ დამოკიდებულებაში და რომელიც შეიძლება იქცეს კრიზისის საბაბი.

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ორი საინტერესო წიგნი “პოზიციონირება – ბრძოლა გონებისთვის” და “საუკეთესო პიარ კამპანიები”. ოდეზღაც წავიკითხე, თარგმნაც მინდოდა, მაგრამ მერე დამეზარა და ეს წიგნები ახლა, სოციალური მედიის ეპოქაში ზოგს მართლაც ზღაპარი და არქაიკა გონია, მაგრამ მე მაინც გადავწყვიტე თქვენთვის სხვადასხვა ქეისის თარგმნა. ორივე წიგნი ძალიან საინტერესოა და იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს, როდესაც თეორია პროზასავით იკითხება.

ამ ქეისებს შორის არის “პეპსი-კოლას” გახმაურებული ამბავი – ქილაში ნემსების აღმოჩენა და კრიზისული კომუნიკაციების მართვა. ალბათ გახსოვთ ეს ამბავი, როდესაც ცდილობდნენ პეპსი-კოლას რეპუტაციის დაშლას მარტივ მამრავლებად, მაგრამ კომპანიის სტრატეგია საბრძოლო ხელოვნების სტრატეგიას და ტაქტიკას დაეყრდნო – “საუკეთესო თავდაცვა – თავდასხმაა”. მიუხედავად იმისა, რომ პეპსიმ არ გამოიწვია პროდუქცია ბაზრიდან და არც გაყიდვები შეაჩერა, მან ელვისებური სისწრაფით მოამზადა სიუჟეტი პროდუქტის წარმოების უსაფრთხოებაზე და აჩვენა მომხმარებელს პრაიმ-ტაიმში, რომ შეუძლებელია აღმოჩნდეს ნემსი პეპსი-კოლაში ჩამოსხმის დროს… შესაბამისად, მან წარმოქმნა საფუძვლიანი ეჭვი მომხმარებელში. ამის შემდეგ პეპსიმ ამის დამადასტურებელი ვიდეოც გაავრცელეს. ერთ-ერთ მაღაზიაში უსაფრთხოების კამერის მიერ დაფიქსირებული იყო ადამიანი, რომელიც ანთავსებდა ნემსებს პეპსის ქილაში… სიმართლე ითქვას, რთული წარმოსადგენია ეს პროცესი მაშინ, როდესაც ქილაზეა საუბარი, მაგრამ ასეა აღნიშნული წიგნში “საუკეთესო პიარ კამპანიები”. იქ კიდევ ბევრი საინტერესო ქეისი წერია. საინტერესო მასალაა გამოქვეყნებული ტრაუტის წიგნში “პოზიციონირება – ბრძოლა გონებისთვის”, რომელსაც, როგორც დაგპირდით, აუცილებლად დავპოსტავ.

ეკა ხოფერიას გადაცემაში მიწვეული ლევკემიით დაავადებული ბავშვების ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გვსურს შევქმნათ 6 ჯგუფი, რომელშიც შევა სულ მცირე 3-4 ბლოგერი და ყოველთვიურად (შაბათს, 12 საათზე, ვიდრე ბანკი დაიხურება) დაეხმარებიან თავის ბავშვს მის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადარიცხვით,

6 ჯგუფი იმიტომ, რომ ბავშვებს სხვადასხვა ბანკში აქვთ გახსნილი ანგარიში. თან ასე უფრო მობილურები ვიქნებით – თითოეული ჯგუფი პასუხისმგებელი იქნება თავის ბანკზე.

გვსურს შემოგთავაზოთ ამ აქციაში მონაწილეობის 3 პირობა, რომელიც ვფიქრობ მისაღები იქნება ყველასთვის:
1) ჯგუფის წევრები იკრიბებიან ერთად, ერთად აგროვებენ თანხას და ერთად შეაქვთ ის ანგარიშზე;
2) ჯგუფის წევრები იკრიბებიან და თანხას რიცხავენ ყოველთვიურად;
3) ყოველთვიურად იღებენ სიმბოლურ ფოტოს, სასურველი მესიჯით, რომელიც შეიძლება იყოს მხოლოდ პოზიტიური “გისურვებთ ჯანმრთელობას”, “ვაჩუქოთ ერთმანეთს სითბო” და ა.შ.
ასეთი მიდგომა სიმბოლურ ხასიათს მისცემს ჩვენს აქციას და სამაგალითოც იქნება ფბ-ში.

აქვე ვდებ ყველა იმ ბავშვის ანგარიშის ნომერს, რომელიც გადმომიგზავნა ეკა ხოფერიას გადაცემის პროდიუსერმა. მადლობა წინასწარ ყველას.

1. რომანიძე მაკა
სს „პრივატბანკი“
კოდი: CAVOGE22
ანგარიშის ნომერი: GE21TP0036010940621913

2. ლია გრიგალაშვილი
სს „ლიბერთი ბანკი“
კოდი???
ანგარიშის ნომერი: GE50LB0211166754260000

3. ყაჭეიშვილი შოთა
სს „საქართველოს ბანკი“
ანგარიშის ნომერი: GE86BG0000000123320600

4. ნიკოლოზ ცხვიტავას დახმარების ფონდი
სს „ლიბერთი ბანკი“
ანგარიში: GE64LB0115150852257000

5. ლევან კვეზერელი
სს „რესპუბლიკა“
ანგარიში: GE58BR0000010673056136

6. მზია გოშთელიანი
სს „ლიბერთი ბანკი“
ანგარიში: GE78LB0551383004810000

7. ბონდო ზარიძე (მარიამ და გიგა ზარიძეები)
სს „საქართველოს ბანკი“
ანგარიში: GE47BG0000000280794400

8. ნანა ხულორდავა (მარიამ იორდანიშვილი)
სს „ლიბერთი ბანკი“
ანგარიში: 4106644540

9. რუსუდან გვარამაძე (ნანა გვარამაძე)
„პრივატბანკი“
ანგარიში: GE11TP0036010940623063

10. ნაპო ფეტელავა
სს „საქართველოს ბანკი“
ანგარიში: GE79BG0000000347297800

11. ხათუნა ხატიაშვილი
სს „ლიბერთი ბანკი“
ანგარიში: 9225454140

12. ნიკოლოზ ვაშაკიძე
პროკრედიტი
ანგარიში: 360101011808331

13. ნინი ვარძიაშვილი
პროკრედიტი
GE67PC0183600400003652

14. ინეზა ნადირაშვილი (ნინო ბერიკაშვილი)
სს „ლიბერთი ბანკი“
ანგარიში: 4021661540

15. ნინო გოგილავა
სს „საქართველოს ბანკი“
GE89BG0000000620269200

16. სახვაძე ნანული (ქეთევან ლაფაჩი)
სს „საქართველოს ბანკი“
ანგარიში: GE11BG0000000343924200

17. გოგინაშვილი მაკა (საბა გარსევანოვი)
სს „საქართველოს ბანკი“
ანგარიში: GE03BG0000000620000700

18. ანა აბალაკი (ზუკა ზუბიაშვილი)
თიბისი ბანკი
ანგარიში: GE98TB7000000365139583

არ ვიცი სიმართლეა თუ შავი პიარი, მაგრამ ვებ-გვერდზე copypast.ru საინტერესო ამბავს წავაწყდი – კანადელმ მელანი ჰესკეტს McDonalds-ის მზა საჭმლის ანტირეკლამირება უცდია შვილებთან ნაყიდი ჩუსბურგერის მაგალითზე. ჰესკეტის მიერ ნაყიდი ჩისბურგერი ერთი წლის განამვლობაში არ იხრწნებოდა, რაც არა მხოლოდ მაკდონალდსის ყოვლისშემძლეობაზე, არამედ ჩისბურგერის საეჭვო ინგრედიენტებზე და თვისებებზეც პირდაპირ მიანიშნებდა. ჰესკეტი ამტკიცებს, რომ ერთი წლის განმავლობაში ჩისბურგერს არც ობი, არც სოკო და ჭია გასჩენია. მოკლედ, უხრწნელია, ვითარცა წმიდა სული… მელანი, რომელიც პროფესიონალი დიეტოლოგი ყოფილა, მხოლოდ იმას აღნიშნავს, რომ მხოლოდ ჩისბურგერში მოთავსებული კატლეტი შემცირდა ზომაში, სხვა დანარჩენი კი სავსებით გამოდგება საჭმელად. მელანი იმასაც ამტკიცებს, რომ ჩისბურგერს ახლაც დაჰყვება ცხიმის სუნი… თუმცა McDonalds-ის წარმომადგენლები უარყოფენ მათ მიერ წარმოებული პროდუქტის უარყოფით თვისებებს და იმას ამტკიცებენ, რომ ყველა პროდუქტი CFIA-ს მკაცრ შემოწმებას გადის. მე McDonalds-ის შესახებ არაერთი მითი მსმენია, მაგალითად კორტოფილი რომ იწვის ასანთივით (ადრე ასეთივე ანტირეკლამას უკეთებდნენ თურქეთიდან შემოტანილ “კრეკერს”, მაგრამ ის 100% შეესაბამებოდა სიმართლეს – ჩემი ხელით მაქვს თითქმის ბოლომდე დამწვარი სანთებელათი ერთი ორცხობილა) და ა.შ. და ა.შ ამიტომ ხმას აყოლილი პიროვნება რომ არ ვიყო გადავწყვიტე თავად ჩავატარო პატარა ექსპერიმენტი McDonalds-ის ჩისბურგერზე, რომელიც, იმედია, ისეთივე “ჟივუჩი” აღმოჩნდება, როგორც კანადაში… ხვალ ვყიდულობ 1 ჩისბურგერს. დავდებ მაგიდაზე, სინათლისგან შორს (თუმცა ამის შესახებ ჰესკეტს არაფერი უწერია), გადავუღებ მეტი თვალსაჩინოებისათვის ფოტოს (ათვლის წერტილი რომ გვქონდეს) და შუალედურ შედეგს მოგახსენებთ 3 თვის შემდეგ (სამი თვის შემდეგ გადავიღებ მეორე ფოტოს, before და after). აბა, ვნახოთ, მელანი ჰესკეტი ცრუობს თუ ეს ექსპერიმენტი შეესაბამება სიმართლეს.

30 წლის ახალგაზრდა ფოტოგრაფ მალკოლმ ბრაუნს ტელეფონით დაუკავშირდნენ და საიგონში კონკრეტულ ადგილზე მისვლა თხოვეს. ანონიმმა აუწყა, რომ დათქმულ დროს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა მომხდარიყო. ცნობისმოყვარე ნიუ-იორკელი ფოტოგრაფი მართლაც მივიდა დათქმულ დროს და დათქმულ ადგილას. რამდენიმე წუთში მას მანქანა მიუახლოვდა, რომლიდანაც რამდენიმე ბუდისტი ბერი გადმოვიდა. ერთ-ერთი მათგანი ჩი ქუან დუქი იქვე ლოტოსის პოზაში მოკალათდა, ხელთ კი ასანთის კოლოფი დაიჭირა. სხვა ბერებმა ჩი ქუან დუქს ბენზინი გადაასხეს… ბერმა ასანთს გაჰკრა და აალდა… როგორც ინტერნეტში აღნიშნავენ, ბერს სიტყვაც კი არ დასცდენია. ჩუმად დაიწვა, სივრცე კი მის ირგვლივ შეკრებილი ხალხის გოდებამ და ტირილმა შესძრა. ჩი ქუან დუქმა ვიეტნამის იმდროინდელ ხელმძღანელს მიწერა წერილი, რომელშიც ბუდისტების მიმართ მიმდინარე და განხორციელებული რეპრესიების შეწყვეტა მოთხოვა, მაგრამ უპასუხოდ დარჩენილმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა.

მეორე ფოტო ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოსურათია, რომელსაც ისტორიაც არანაკლებ საინტერესო და ტრაგიკული აქვს. ფოტოს სახელწოდებაა “შიმშილი სუდანში” და ის კევინ კარტერს ეკუთვნის, რომელმაც ამ ნამუშევრისთვის 1994 წელს პულიტცერის პრემიაც კი დაიმსახურა. ფოტოგრაფმა საბედისწერო ფოტო აღბეჭდა, საბედისწერო მისთვის და მისი ობიექტისთვის – სურათზე ასახულია სუდანელი გოგონა, რომელიც შიმშილისგან სულს ღაფავს და მის სიკვდილს იქვე მოკალათებული მტაცებელი ელის. ზოგ ინტერნეტ რესურსში აღნიშნავენ, რომ ფოტოს გადაღების შემდეგ კარტერმა ხელის გაქნევით ააფრინა კონდორი და სუდანელი გოგონაც თავის გზას გაუდგა, მაგრამ არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის თანახმად კარტერმა სენსაციის აღბეჭდვის მიზნით არაფერი გააკეთა, რასაც შემდგომში ნანობდა და შესაძლოა ამ მიზეზითაც მოიკლა თავი პულიტცერის პრემიის აღების შემდეგ.

1985 წელს კოლუმბიაში მიძინებული ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 23000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ამდენივე დაშავდა. ლავის ამოფრქვევის შედეგად თოვლის დიდი მასა დადნა და მთებიდან დაშვებულმა ნაკადმა წარმოქმნა მეწყერი, ტალახისა და მიწის ვეებერთელა ტალღა, რომელმაც წალეკა ყველაფერი. პატარა გოგონა ომაირა სანჩესი ამ მეწყერში მოჰყვა. მისი ფეხები ბეტონის კონსტრუქციის შორის მოექცა და ამ ტალახიანი და დაბინძურებილი მასის ტყვედ აქცია. მაშველები ამაოდ ცდილობდნენ წყლის ამოტუმბვას, ომაირას ვერაფრით შვლოდნენ და სამი დღის შემდეგ მის პატარა, უმწეო სხეულში ერთბაშად სამი სასიკვდილო ვირუსი შეიჭრა… ჟურნალისტი ქრისტინა ეჩანდია იხსენებდა, რომ გარდაცვალებამდე ომაირა არ კარგავდა ოპტიმიზმის გრძნობას, თავისითვის ღიღინებდა ნაცნობ სიმღერებს და ესაუბრებოდა მაშველებს… ძალიან ეშინოდაო, წერს ქრისტინა, სულ წყალს ითხოვდა. ეს ფოტო ომაირას გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიღო ფრანგმა ფოტოგრაფმა ფრანკ ფურნიემ.